4-6 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის (Organisation Internationale de la Francophonie – OIF) რეგიონულ სემინარს თემაზე: „ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენება ფრანგული ენის სწავლებაში“.
სემინარი გაიხსნება 4 ივნისს, 10 სთ -ზე, თსუ I კორპუსის სააქტო დარბაზში.